geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლელა წიწუაშვილის საჯარო ლექცია „იუდაიზმი მსოფლიო ხელოვნებაში“

 

10 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისრაელის ცენტრისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ებრაისტიკის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ლელა წიწუაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „იუდაიზმი მსოფლიო ხელოვნებაში“.

ლექციას ესწრებოდნენ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ისრაელის ცენტრის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული ახალგაზრდები.

ლექციაზე ლელა წიწუაშვილმა ვრცლად ისაუბრა იუდაიზმის ადგილსა და როლზე მსოფლიოს ხელოვნებაში; წარმოდგენილი იყო შესაბამისი საილუსტრაციო მასალა, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ფონდებიდანაც. 

ლექციის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვათ მომხსენებლისათვის; გაიმართა საინტერესო დისკუსია.

 

თარიღი: 11/05/2023